„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა იუსტიციის სამინისტროსთან აქცია გამართეს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა იუსტიციის სამინისტროსთან აქცია გამართეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა იუსტიციის სამინისტროსთან აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ.

როგორც აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება გადის საქართველოს ევროპულ მომავალზე.

„ეს არის ის გზა, რომელიც ჩვენ, ყველამ ერთად უნდა გავიაროთ. პრეზიდენტ სააკაშვილის საქმე, დიახ, უდრის ჩვენს ევროპულ მომავალს, პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლე პირდაპირ კავშირშია ჩვენი ქვეყნის მომავალთან. ნურავინ იფიქრებთ, პრეზიდენტ სააკაშვილს თუ წამებით მოკლავენ ციხეში, ჩვენ ევროპაში ხელგაშლილები მიგვიღებენ“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დიმიტრი შაშკინმა აღნიშნა, აქციებმა მიიღო მუდმივი ხასიათი და არ დასრულდება, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი არ იქნება საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანილი.