„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ბიუროს მიმართეს, რომ პოლიტიკური შეხედულებების გამო დღევანდელ სხდომას არ დაესწრებიან
საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომას არ დაესწრებიან.
როგორც პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, ბიუროს წარდგენილი აქვს ფრაქციის ინფორმაცია, რომ პოლიტიკური შეხედულების გამო სხდომას არ დაესწრებიან.
„საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციაა შემოსული, პოლიტიკური შეხედულების გამო 2019 წლის 3 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე ფრაქციის წევრების არდასწრების შესახებ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტში დღეს საშემოდგომო სესიის პირველი სხდომა გაიმართება.