„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან
„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა მიმდინარეობს.
როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების აქტუალურ საკითხებზე ისაუბრებენ.
გარდა ამისა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დიპლომატებთან მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სასამართლოს გადაწყვეტილებას განიხილავენ.
მისივე თქმით, პარტიისთვის მნიშვნელოვანია წლის დასაწყისიდანვე აღდგეს მჭიდრო ურთიერთობები საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებთან.
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.