„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ანდრეი ერმაკს, დავით არახამიასა და რუსლან სტეფანჩუკს შეხვდნენ
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ანდრეი ერმაკს, დავით არახამიასა და რუსლან სტეფანჩუკს შეხვდნენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის ამსახველ ფოტოებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ნიკა მელია და ასევე პარტიის სხვა ლიდერები, ეკა ხერხეულიძე და კობა ნაყოფია შეხვდნენ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ანდრეი ერმაკს, უკრაინის უმაღლეს რადაში პრეზიდენტ ზელენსკის პარტიის ფრაქციის თავმჯდომარეს, დავით არახამიასა და უკრაინის რადას თავმჯდომარეს, რუსლან სტეფანჩუკს.