შინაგან საქმეთა სამინისტროსთან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აქციებს მართავენ. ისინი რამდენიმე დღის წინ კახეთის გზატკეცილზე აქციის დროს მომხდარ ინციდენტს აპროტესტებენ.
მათი თქმით, ერთ-ერთმა სამართალდამცავმა აქციის მონაწილეს დროშა წაართვა და ძირს დააგდო, რაც მათი შეფასებით, არის დანაშაული. აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ფაქტზე რეაგირებას მოითხოვენ და უწყებაში შესაბამისი განაცხადიც შეიტანეს.
აქციის მონაწილეები ითხოვდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციის წარმომადგენელთან შეხვედრას, რათა კითხვებზე პასუხი მიეღოთ. მათი თქმით, რეაგირება უწყებიდან არ არის.
აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ამის საშუალება აქციის მონაწილეებს არ მისცეს და გზის სავალი ნაწილი გაათავისუფლეს.