„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ ზუგდიდში ე.წ. კარუსელების დატრიალება იგეგმება
„ქართული ოცნება“ ემზადება გაყალბებისთვის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ანი წითელაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„მე დაგისახელებთ ადამიანებს, რომლებიც „ქართული ოცნების“ შტაბის დავალებით ზუგდიდის უბნებში დღეს, დილის 09:00 საათიდან შეეცდებიან ე.წ. კარუსელის დატრიალებას. ეს ადამიანები არიან კაზინო „ვეგასის“ წარმომადგენლები, მათი ხელმძღვანელი არის გია სალია „ქართული ოცნებიდან“, ხოლო უშუალოდ კაზინო „ვეგასში“ მას ხელმძღვანელობს გია კვირტია. უბნებზე ასევე გაფრთხილებულები არიან კომისიის წევრები, რომ ამ ადამიანებს ხელზე ექნებათ სპეციალური ბეჭედი და ხელსაბამი, რითაც შეუძლიათ, ისინი იცნონ და გაატარონ უბნებზე. ამ ადამიანებს აქვთ დავალება, რომ შევიდნენ კარუსელზე უბნებზე. ამის პარალელურად ჩვენ უბნებიდან ვიღებთ ინფორმაციას, რომ მასობრივად, ყველა ჩვენს წარმომადგენელს შეექმნა შიგნით უბანზე გადაღებასთან დაკავშირებით პრობლემა. ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ ემზადება გაყალბებისთვის“, – განაცხადა ანი წითელაძემ.