„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ სოფო ჯაფარიძე აირჩიეს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ სოფო ჯაფარიძე აირჩიეს.
სოფო ჯაფარიძე პარტიის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში წარადგინეს.
„ალბათ, ყველა კარგად ვაცნობიერებთ, რამდენად დიდი მნიშვნელობის ზუსტად სამი თვე ელოდება ჩვენს ქვეყანას. ყველა კარგად ვაცნობიერებთ, რომ ძალიან დიდი, რთული და მძიმე ბრძოლა გველოდება წინ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბრძოლას ჩვენ ერთად მივიყვანთ გარდაუვალ გამარჯვებამდე. ალბათ ყველას გაგიჩნდებათ კითხვა, რა მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ამ ბრძოლას აუცილებლად მოიგებს ქართველი ხალხი და ეს ბრძოლა დასრულდება საქართველოს გამარჯვებით; ამის საფუძველს მაძლევს თქვენი შემართება, თქვენი ენთუზიაზმი და ის საოცარი მუხტი, რაც დღეს ქართველ ხალხშია. ის მუხტი, რომელიც, მჯერა, კიდევ უფრო მზარდი იქნება და 26 ოქტომბერს ერთხელ და სამუდამოდ აუცილებლად დავასრულებთ რუსულ რეჟიმს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.