„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატებად ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე დასახელდნენ
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატებად ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე დასახელდნენ. კანდიდატების დასახელებაზე გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე ფარული კენჭისყრის შედეგად მიიღეს.
წარდგენილი კანდიდატებიდან ერთს პარტიის ყრილობაზე აირჩევენ.
„უახლოეს დღეებში, სავარაუდოდ თვის ბოლოს გაიმართება ყრილობა, სადაც დამტკიცდება „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარე. არჩევაში მონაწილეობას მიიღებს ათი ათასობით ჩვენი მხარდამჭერი, პარტიის წევრი და ეს მოხდება ელექტრონულად. ჩვენ ყველა მხარდამჭერს საშუალება ექნება მხარი დაუჭიროს მისთვის სასურველ კანდიდატს ელექტრონულად. პირველად ხდება ასე თავმჯდომარის არჩევა. პოლიტსაბჭოს სხდომაზე დასახელდა რამდენიმე კანდიდატი და საბოლოოდ გამოვლინდა ორი კანდიდატი. ეს გახლავთ ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე“, – განაცხადა უდუმაშვილმა.