„ნაციონალური მოძრაობის" პოზიცია 2012 წელს დავით გარეჯთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ვიდეო ვრცელდება [ვიდეო]
სოციალურ ქსელში ვრცელდება „ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო კალანდაძის განცხადება დავით გარეჯთან დაკავშირებით, რომელიც მან 2012 წლის მაისში თანამდებობაზე ყოფნის დროს გააკეთა.
„კონკრეტულად გარეჯის კომპლექსის იმ ნაწილს რაც შეეხება, შეგახსენებთ, რომ საბჭოთა კავშირის დროიდან მოყოლებული არ იყო საქართველოს ფარგლებში და არის სწორედ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე კონკრეტულად ეს ნაწილი, რომელიც პრობლემის წყარო გახდა. დელიმიტაციის პროცესი აქამდე მეტ-ნაკლები წარმატებით მიმდინარეობდა და იმედი გვაქვს, რომ სწრაფად დასრულდება და საბოლოო ჯამში, სადავო ტერიტორიები, როგორც ასეთი, გაირკვევა. თუმცა ეს ნაწილი, კიდევ ერთხელ ვამბობ, სადავო ტერიტორიებს არ განეკუთვნება“, – ამბობს ნინო კალანდაძე.