„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან პარტიის მხარდამჭერები ნიკა მელიას საქმეზე გადაწყვეტილებას დანთებული ცეცხლითა და მუსიკის ფონზე ელოდებიან
„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან პარტიის მხარდამჭერები ნიკა მელიას საქმეზე გადაწყვეტილებას დანთებული ცეცხლითა და მუსიკის ფონზე ელოდებიან

„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან პარტიის მხარდამჭერები კასრებში დანთებული ცეცხლის ფონზე არიან შეკრებილი.

ადგილზე ​ხმის გამძლიერებლები აქვთ მიტანილი და იქ მყოფები ელექტრონული მუსიკის ფონზე ცეკვავენ. როგორც ისინი ამბობენ, ამ გზით გათბობას და გართობას ცდილობენ. მათივე თქმით, ნიკა მელიას საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადებას ელოდებიან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნიკა მელიას საქმეზე გადაწყვეტილების გამოსატანად არის გასული.