„ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებულ შეხვედრას უმრავლესობის წევრები და მერიის წარმომადგენლები არ ესწრებიან
“ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებულ შეხვედრას, სადაც თბილისის გენგეგმის განხილვა მიმდინარეობს, უმრავლესობის წევრები და მერიის წარმომადგენლები არ ესწრებიან. განხილვაზე ოპოზიციური ფრაქციის წევრები, არქიტექტორები და ურბანისტები იმყოფებიან.
როგორც უმრავლესობის წევრმა რევაზ სოხაძემ აღნიშნა, მათ ოპოზიციის მიერ დადგმულ შოუში მონაწილეობის სურვილი არ აქვთ, ხოლო მსგავსი შეხვედრა რეალური შედეგის მომტანი არაა.
“მერიის მიერ მოხდა შეთავაზება საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით და ყველა დაინტერესებული პირის ჩართულობით გამართულიყო შეხვედრა გენგეგმაზე. ამ თვალსაზრისით მერიის კარი ღიაა. ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფის უფლებაა, ცალკე, ავტონომიურ რეჟიმში მსგავსი განხილვების მოაწყოს. თუმცა ეს რეალური შედეგის მომტანი არ არის, იმის გარდა, რომ ისინი უბრალოდ ინფორმირებულები იქნებიან რაღაც საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენ მზად ვართ იმ ფორმატში, რაც მერიას აქვს შემოთავაზებული, მოხდეს აღნიშნულ საკითხზე საუბარი. სამუშაო რეჟიმში მათ მუშაობის სურვილს ვერ ვატყობ, მათ შოუში მონაწილეობის სურვილი ჩვენ არ გვაქვს”, -განაცხადა სოხაძემ.