„ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ორგანიზაციის წევრები თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ
„ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე აგილ მუსტაფაევი აცხადებს, რომ ორგანიზაციის წევრები თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ.
ამასთან, როგორც მუსტაფაევი აღნიშნავს, რაიონული ორგანიზაციის წევრები რჩებიან პარტიაში.
„ჩვენთვის არის ძალიან ძნელი გადაწყვეტილება. მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება, რომ ამ არჩევნებზე „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის“ რაიონული წევრები არ მივიღებთ მონაწილეობას. მიზეზი არის ის, რომ ბოლო დროის განმავლობაში პარტიის რეგიონული ოფისის და რეგიონული ხელმძღვანელების მხრიდან ჩვენს მიმართ იყო რამდენიმეჯერ შეცდომა დაშვებული. ჩვენთან შეთანხმების გარეშე მოხდა რამდენიმე გადწყვეტილების მიღება. არ ვტოვებთ ჩვენ პარტიას, ჩვენთვის დღესაც და გუშინაც იყო პოლიტიკური ლიდერი მიხელ სააკაშვილი და ასეც იქნება. ველოდებით მისგან რეაგირებას“, – განაცხადა აგილ მუსტაფაევმა.