„ნაციონალური მოძრაობის“ ხულოს მერობის კანდიდატს პირადობის მოწმობა სახლში, პიანინოზე დარჩა
„ნაციონალური მოძრაობის“ ხულოს მერობის კანდიდატს პირადობის მოწმობა სახლში, პიანინოზე დარჩა

ხულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა ირაკლი ჯორბენაძემ ხულოს პირველ საარჩევნო უბანზე მისცა ხმა.

იგი საარჩევნო უნაზე მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად მივიდა. თუმცა, ჯორბენაძემ ხმის მიცემა რამდენიმე ხნის განმავლობაში ვერ მოახერხა, რადგან, როგორც მან აღნიშნა, პირადობის მოწმობა სახლში, პიანინოზე დარჩა. მას პირადობის მოწმობა ახლობელმა მიუტანა.

„წინასაარჩევნო პერიოდში გამოიკვეთა, რომ მოსახლეობა მოითხოვს ცვლილებებს, მე პოზიცია სწორედ ცვლილებების სასარგებლოდ დავაფიქსირე და დარწმუნებული ვარ, მთელ საქართველოში და ჩვენს ლამაზ მხარეშიც ცვლილებების დრო სულ მალე დადგება”, – განაცხადა ირაკლი ჯორბენაძემ.

ხულოში 54 საარჩევნო უბანი და 24123 ამომრჩეველია, კენჭისყრის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.