„ნაციონალური მოძრაობის“ ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე იქნება
„ნაციონალური მოძრაობის“ ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახურის წარმომადგენელი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ამასთან, დეკანოიძე „ფეისბუქზე“ წერს:
„ერთადერთი, რაც დღეს მინდა გითხრათ: თავს დავდებ ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად. მე არ მჭირდება არჩევნები ძალაუფლებისა და თანამდებობისთვის. მე ვიბრძოლებ თქვენი კეთილდღეობის, უსაფრთხოებისა და უფლებებისთვის. შეხვედრამდე“,- წერს დეკანოიძე.