„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ოზურგეთის საკრებულოში დაპირისპირების გამო, პოლიციას განცხადებით მიმართა
„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ოზურგეთის საკრებულოში დაპირისპირების გამო, პოლიციას განცხადებით მიმართა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატმა, თათია ნიკოლაიშვილმა პოლიციას განცხადებით მიმართა.

როგორც თათია ნიკოლაიშვილმა აღნიშნა, ოზურგეთის საკრებულოში გუშინ განვითარებულ მოვლენებზე ობიექტურ გამოძიებას ითხოვს.

მისივე თქმით, საკრებულოს სხდომაზე მმართველი პარტიის ქალი დეპუტატები სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, ისმოდა ასევე მათი მხრიდან მუქარის შემცველი განცხადებები.

„გუშინდელ საკრებულოს სხდომაზე ვიხილეთ სახედაკარგული „ქოც ზონდერ“ ქალბატონები, რომლებიც გადაფარებული იყვნენ მერს. ძალიან მძიმე სანახავი იყვნენ ეს ადამიანები, რადგან ფიზიკურ შეურაცხყოფაზე გადმოვიდნენ, მათ შორის დაზიანებებიც მაქვს. ფიზიკურ ძალადობას ჰქონდა ადგილი და ამასთანავე იყო „მუხლებზე გადამტვრევის“ მუქარა“, – განაცხადა თათია ნიკოლაიშვილმა.

მმართველ პარტიაში აღნიშნულ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ და მას პროვოკაციად აფასებენ.