„ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის წევრები ფარულ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით გამოკითხვაზე იმყოფებიან
„ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის წევრები ქალაქის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან არიან შეკრებილები.
როგორც ისინი აცხადებენ, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები ნაცმოძრაობის აქტივისტებმა მასიურად მიიღეს უცხო პირებისგან, პირადი შეტყობინებების სახით, რის შემდეგაც ოთხი აქტივისტი პოლიციამ მთავარ სამმართველოში დაკითხვაზე გადაიყვანა.
ოპოზიცია ეჭვობს, რომ ხელისუფლებას სურს, ბოლო დროს გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება ოპოზიციას გადააბრალოს.
„ძალიან იაფფასიანი ფანდია, რომ ხელისუფლებამ მის მიერ ჩადენილი დანაშაული გადააბრალოს ოპოზიციას. მთელი შვიდი წლის განმავლობაში ხელისუფლება გადაბრალების რეჟიმშია, ამიტომ არ გამოვრიცხავთ ამჯერადაც აღნიშნულს ჰქონდეს ადგილი“, – განაცხადა „ნაცმოძრაობის წევრმა“ მირდატ ქამადაძემ.
ოპოზიციის წარმომადგენლები დაკითხვის დასრულებას ელოდებიან.