„ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული მოძრაობის წევრებმა ნატახტართან გზის გადაკეტვა სცადეს [ვიდეო]
ნატახტარის გადასახვევთან „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული მოძრაობის წარმომადგენლები ტრანსფარანტებით არიან შეკრებილები.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, მათი პროტესტის მიზეზი სოფელ ატოცში საოკუპაციო რეჟიმის მიერ დღეს განახლებული მავთულხლართების მონტაჟის პროცესი გახდა.
ასევე, „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული მოძრაობის წარმომადგენლების განცხადებით, ისინი აპროტესტებენ სამართალდამცველების გადაწყვეტილებას, რომ შაქშაქეთის საგუშაგოდან ატოცამდე გადაადგილების საშუალება არ ეძლევათ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული მოძრაობის წევრებმა გზის გადაკეტვა სცადეს, რის საშუალებასაც მათ პოლიციამ არ მისცა. აღნიშნულს ადგილზე ხმაური და სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა.