„ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წევრებმა რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო აქცია გამართეს
„ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წევრებმა დღეს რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო აქცია გამართეს სახელწოდებით, „ნუ გააყალბებ“.
აქციის მონაწილეებმა მოგვიანებით საოლქო საარჩევნო კომისიის ერთ-ერთი წევრის საცხოვრებელთან გადაინაცვლეს და სადარბაზოს კარს სტიკერი მიაკრეს.
ადგილზე ზედამხედველობის სამსახური მივიდა. აქციის მონაწილეების განმარტებით, ზედამხედველობის სამსახურმა მათ საბუთი არ წარუდგინა აქციის მონაწილეებიდან კი პირადობის მოწმობებს ითხოვდა.
უარის მიღების შემდეგ ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. აქციის მონაწილეები და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფებიან.