„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ბათუმში ხელისუფლებისთვის მიუღებელი სამი საჯარო სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ბათუმში ხელისუფლებისთვის მიუღებელი სამი საჯარო სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

„ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას ბათუმის საჯარო სკოლების დირექტორებზე ზეწოლაში ადანაშაულებს.

როგორც პარტიაში აცხადებენ, ბათუმის ყველა საჯარო სკოლის დირექტორს თანამდებობიდან წასვლაზე განცხადება დააწერინეს, შემდეგ კი ხელშეკრულება ყველას გაუგეძელეს, გარდა ხელისუფლებისთვის მიუღებელი სამი კანდიდატისა.

„ყველა სკოლის დირექტორს ხელშეკრულება გაუგრძელეს, თუმცა სამი სკოლის დირექტორი გამოარჩიეს და რატომ? ამაზე განმარტებებს ვითხოვთ. ისინი სხვა დირექტორებს არც გამოცდილებით და არც კომპეტენციით არ ჩამორჩებოდნენ.
სამი დირექტორის ადგილი გამოათავლისფლეს და ახლა დროებით მათ მოვალეობას „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შეასრულებინებენ. ამით სამ მხარდამჭერს მოიმადლირებენ“,- განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ასმათ დიასამიძემ

ბათუმის რესურსცენტრში კი განმარტეს, რომ საჯარო სკოლების დირექტორებს საქმიანობის ექვსწლიანი ვადა ამოეწურათ და მათი ხელახლა დამტკიცება საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებული არჩევნების შემდეგ მოხდება.

რესურსცენტრის ხელმძღვანელის, გოჩა ფუტკარაძის განცხადებით, ამჟამად ყველა დირექტორი განაგრძობს მოვალეობის შესრულებას, გარდა ორისა, რომლებმაც სხვა პოზიციაზე გადავლის გამო მოვალეობის შესრულებაზე უარი თქვეს.

„ბათუმის საჯარო სკოლების დირექტორები ექვსი წლის ვადით იყვენენ არჩეული, მათ ეს ვადა ამოეწურათ. ვადის გასვლის შემდგომ ავტომატურად თავისუფლდებიან თანამდებობიდან, სანამ საქართველოს განათლების სამინისტრო ახალ არჩევნებს გამოაცხადებს. იქამდე ყოფილი დირექტირები მოვალეობას შეასრულებენ.
ვიდრე საქართველოს განათლების სამინისტრო კონკურსს გამოცხადებს, აჭარის განათლების სამინისტრო დირექტორის მოვალეობის შემსრულებლებს დანიშნავს.

ძირითადად, მოვალეობას ყოფილი დირექტორები ასრულებენ, თუმცა მე-13 და მე-16 საჯარო სკოლის დირექტორებმა მოვალეობის შესრულებაზე უარი თქვის, რადგან ისინი სხვა პოზიციებზე არიან დასაქმებული“,- განაცხადა გოჩა დავითაძემ.