„ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ ხელმოწერებს აგროვებს
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციის ლიდერებმა დღეს ზუგდიდის ბაზარში ხელმოწერები შეაგროვეს.
ხელმოწერების შეგროვების მიზანია, შეწყდეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა.
როგორც “ნაციონალურ მოძრაობაში” ამბობენ, სამი დღის განმავლობაში მათ უკვე 5000 -ზე მეტი ხელმოწერა შეაგროვეს. ხელმოწერების შეგროვება გრძელდება.