„ნაციონალური მოძრაობა“ ზაალ სამადაშვილისა და გიორგი ხარჩილავას ოჯახებს სამძიმარს უცხადებს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მწერლის, პოლიტიკოსის, ზაალ სამადაშვილისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ხარჩილავას ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
„ჩვენი პარტიისთვის და დიდი ოჯახისთვის უმძიმესი დღეებია. საქართველომ დაკარგა ორი გამორჩეული პატრიოტი – ზაალ სამადაშვილი და გიორგი ხარჩილავა. მათი გულები ჩვენი სამშობლოს უკეთესი მომავლის იმედით ძგერდა. ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ მათ დაწყებულ საქმესა და ბრძოლას. ვუსამძიმრებთ მათ ოჯახებს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს“, – აღნიშნულია პარტიის სამძიმარში.