„ნაციონალური მოძრაობა“ საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრების შერჩევის წესს აპროტესტებს
„ნაციონალური მოძრაობა“ საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრების შერჩევის წესს აპროტესტებს.
დავით კირთაძის თქმით, წევრების შერჩევა CV-ის საფუძველზე ხდება, რაც კომისიას საშუალებას აძლევს, პარტია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები მარტივად შეარჩიონ. დავით კირთაძე ითხოვს, კომისიის წევრების შერჩევა გასაუბრების საფუძველზე მოხდეს და ის საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს, ამ პროცესში ჩაერთონ.
საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრების არჩევა დადგენილი წესის საფუძველზე ხდება. საქართველოს ორგანული კანონის, საარჩევნო კოდექსის მე-20 მუხლის მე-16 პუნქტის მიხედვით, კანდიდატებთან გასაუბრებას კანონმდებლობა კომისიას არ ავალდებულებს.
ცესკო-ში ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ.
ცენტრალური საარჩევნო კომისია განცხადებას ავრცელებს, რომლითაც მოუწოდებს ჩართულ მხარეებს, დროულად გაიარონ საარჩევნო რეგისტრაციები, რითაც ხელს შეუწყობენ საარჩევნო პროცესების ღიაობას, მათ შორის, საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების არჩევის პროცესს.