„ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნო უბნებზე შესაძლო გაყალბების ფაქტების გამოძიებას ითხოვს
„ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნო უბნებზე შესაძლო გაყალბების ფაქტების გამოძიებას ითხოვს

„ნაციონალური მოძრაობა“ პროკურატურას მიმართავს და საპრეზიდენტო არჩვენების დღეს ცალკეულ უბნებზე შესაძლო გაყალბების ფაქტების გამოძიებას ითხოვს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის თქმით, სარჩელს ვიდეო და სხვა მტკიცებულებებიც დაურთეს.

როგორც ბეჟაშვილმა აღნიშნა, ამ ეტაპზე, პროკურატურას 11 საარჩევნო უბანზე განვითარებული მოვლენების გამოძიების მოთხოვნით მიმართეს. ხოლო სხვა უბნების შესახებ ინფორმაცია გროვდება და მთავარ საგამოძიებო უწყებას მოგვიანებით გადაეცემა.

ამასთან, დღეს ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განაცხადა, რომ სავარაუდო გაყალბების კადრები, რომელიც მედიით გავრცელდა, პროკურატურას გამოძიებისა და რეაგირების მიზნით თავად გადაუგზავნა.