„ნაციონალური მოძრაობა“ მხარდამჭერებთან ერთად ავტომობილებით მსვლელობას მართავს
„ნაციონალური მოძრაობა“ მხარდამჭერებთან ერთად ავტომობილებით მსვლელობას მართავს

„ნაციონალური მოძრაობა“ მხარდამჭერებთან ერთად აქცია-პერფორმანსს მართავს. ისინი მსვლელობას რესპუბლიკის მოედნიდან შსს-სა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმართულებით მართავენ.

გზად აქციის მონაწილეები შს მინისტრის სახლთან გაჩერდებიან. მათი მოთხოვნაა, გადადგეს გიორგი გახარია.

„გიორგი გახარიამ პასუხიუნდა აგოს 20 ივნისს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. უნდა დატოვოს დაკავებული თანამდებობა. ამ მოთხოვნით უკვე 14 დღეა, აქციები იმართება. საღამოს ტრადიციისამებრ შევუერთდებით აქციას პარლამენტის წინ. ორ ადგილზე კიდევ ერთხელ მოვითხოვთ გახარიას გადადგომას“,- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ბესო შენგელიამ.