„ნაციონალური მოძრაობა“ გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს
„ნაციონალური მოძრაობა“ შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს.
როგორც ჟურნალისტებს სამადაშვილმა განუცხადა, შინაგან საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან დღესვე უნდა გადადგეს.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დაუჭერს, თუმცა რეალურ შედეგს ვერც საგამოძიებო კომისია და არანაირი სხვა ღონისძიება ვერ გამოიღებს.
„საგამოძიებო კომისია სარალიძის საქმეზე ერთხელ უკვე შეიქმნა და ვნახეთ, ამ ყველაფერზე გახარიასა და უმრავლესობის პოზიცია რა იყო. კომისიის დასკვნას სრული უგულვებელყოფა გაუკეთეს. რეალური შედეგის დასადგომად მინისტრის გადადგომაა საჭირო. ხაზარაძის გამოსვლამ გვაჩვენა, რომ სახელმწიფო დანაშაულებრივ კარტერად გადაიქცა, რომელიც კოორდინირებულად ადამიანების, კონკრეტული ბიზნესის წინააღმდეგ მოქმედებს, დანაშაულს სჩადის და დანაშაულს ხელს აფარებს. მთავარი მოქმედი პირი გახარიაა და ნებისმიერ სახელმწიფოში, სადაც კანონის უზენაესობა არსებობს, შს მინისტრს გადადგომის შესახებ განცხადება უკვე დაწერილი ექნებოდა. ბიძინა ივანიშვილის ადგილზე მას ამ რჩევას მივცემდი“, – განაცხადა სამადაშვილმა.