„ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ „ქართულ ქარტიას“ უერთდება
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ „ქართულ ქარტიას“ უერთდება. ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ახალ ინიციატივას, რომლის მიზანსაც ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული გადასადგმელი ნაბიჯებისა და რეფორმების შესახებ პროდასავლური პარტიების საერთო ხედვის ჩამოყალიბება წარმოადგენს.
შესაბამისად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უერთდება პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ „ქართულ ქარტიას““, – აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ პარტიებს სამოქმედო გეგმა, „ქართული ქარტია“ წარუდგინა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „ქართულ ქარტიაში“ ასახულია საზოგადოების დაკვეთა და მოთხოვნა.