„ნაციონალურ მოძრაობაში“ პარტიის თავმჯდომარის არჩევნები მიმდინარეობს
„ნაციონალურ მოძრაობაში“ პარტიის თავმჯდომარის არჩევნები მიმდინარეობს.
არჩევნებისთვის რეგისტრირებულია ოთხი კანდიდატი: ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი.
ხმის მიცემა ელექტრონული ფორმით მიმდინარეობს. „ნაციონალური მოძრაობის“ შიდა არჩევნებში 49 756 ადამიანი დარეგისტრირდა.
ხმის მიცემა ორი დღე გაგრძელდება.
ამ დროის მონაცემებით, არჩევნების შედეგები 30 იანვარს უნდა გამოცხადდეს.