„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიიჩნევენ, რომ „ინტერ რაოსთან“ ხელშეკრულების გაფორმებით საქართველოს მთავრობა საოკუპაციო რეჟიმს ეხმარება
„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიიჩნევენ, რომ „ინტერ რაოსთან“ ხელშეკრულების გაფორმებით საქართველოს მთავრობა საოკუპაციო რეჟიმს ეხმარება

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიიჩნევენ, რომ ელექტროენერგიის იმპორტთან დაკავშირებით „ინტერ რაოსთან“ ხელშეკრულების გაფორმებით საქართველოს მთავრობა საოკუპაციო რეჟიმს ეხმარება. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

აფხაზეთის ენერგომომარაგების მიზნით რუსულ „ინტერ რაოსთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გასაჯაროებას იწყებს. სალომე სამადაშვილის თქმით, რუსეთიდან 45 მილიონი კილოვატ-საათის ელექტროენერგიის იმპორტი იგეგმება, რაც შვიდი მილიონი ლარი ჯდება. ოპოზიციურ პარტიაში მიიჩნევენ, რომ საქართველოს მთავრობა ხელშეკრულების გაფორმებით საოკუპაციო რეჟიმს ეხმარება.

რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდება 27 თებერვალს დაიწყო. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმება საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულმა ოპერატორმა (ესკო) რუსულ „ინტერ რაოსთან“ გააფორმა.