„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ დარბეულია პარტიის ფოთის რაიონული ორგანიზაციის ოფისი
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ დარბეულია პარტიის ფოთის რაიონული ორგანიზაციის ოფისი.
„ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, დავით ხომერიკის განცხადებით, მომხდარი ხელისუფლების მიერაა წახალისებული და ამიტომ გამოძიების იმედი არ აქვს.
„მოვედით ოფისში, გარედან მაინცდამაინც არ ეტყობოდა, მაგრამ შიგნით შესვლის შემდგომ ფანჯრები დაგვხვდა ჩამსხვრეული. ეს არ არის შემთხვევითობა ან უამინდობის ბრალი, ფანჯარას აქვს ორმაგი მინა და რამდენჯერმე ძლიერად აქვთ ნასროლი მძიმე საგანი, რის შემდეგად დაიმსხვრა ფანჯრები. ცენტრალური ქუჩაა, ყველგან კამერები აყენია და არ უნდა გაუჭირდეთ იმის ნახვა, თუ ვინ გააკეთა ეს, მაგრამ არ მაქვს გამოძიების იმედი, რადგან ეს ყველაფერი ხელისუფლების მიერ არის წახალისებული“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, დავით ხომერიკმა.