დასვენებისა და კულტურის პარკ „მზიურში“ ინდოეთის ტრადიციული დღესასწაული, ფერების ფესტივალი „ჰოლი“ გაიმართა.
ღონისძიებაში ინდური კულტურის ცენტრ „ლაქშმის“ წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
„ჰოლი“ ინდოეთის ტრადიციული დღესასწაულია და ის ყოველ წელს, თებერვლის ბოლოს-მარტის დასაწყისში აღინიშნება. თეთრ სამოსში ჩაცმული ადამიანები ერთმანეთს ფერადი საღებავის ფხვნილს აყრიან და შეღებილ წყალს ასხამენ.
ინდოეთში ამ დღესასწაულს ყველა ერთად აღნიშნავს და მასში მთელი ქვეყანა მონაწილეობს განურჩევლად კასტისა, სოციალური ფენისა თუ რელიგიური შეხედულებებისა.