„მზიურის“ პარკის სრული რეაბილიტაციისთვის რვა მილიონი ლარი დაიხარჯება [ფოტო]
„მზიურის“ პარკის სრული რეაბილიტაციისთვის რვა მილიონი ლარი დაიხარჯება. პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი შენგელიამ მოინახულეს.
„მზიური“ ჩვენი დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანი ადგილია. პარკი ქალაქის ცენტრში მდებარეობს, თუმცა აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობა არავის მოგვწონს. 13 ივნისს სტიქიის დროს პარკის ტერიტორია სერიოზულად დაზიანდა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომლის ფარგლებშიც, პარკი მოწესრიგდება და სრულად განახლდება, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს. შეიქმნება საბავშვო სივრცეები, ხელოვნური ტბა, ველობილიკები, ახალგაზრდებისთვის კი, სკეიტბორდის მოედანი მოეწყობა. ვფიქრობ, რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, განახლებული მწვანე სივრცეებითა და დენდროლოგიური პროექტით, „მზიური“ დედაქალაქის ცენტრში ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იქნება, სადაც დასვენების შესაძლებლობა ყველა თაობის ადამიანს ექნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, პროექტის დასრულების შემდეგ დედაქალაქს კიდევ ერთი, სრულად კეთილმოწყობილი მრავალფუნქციური რეკრეაციული ზონა შეემატება, სადაც სხვადასხვა ტიპის სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ სივრცეებად დაიყოფა.
„მზიურის“ პარკში ძალიან ბევრი საინტერესო სივრცე მოეწყობა. ხელოვნური ტბა, სკეიდ პარკი, საბავშვო სივრცეები განახლებული სტანდარტით. მთლიანად განახლება ინფრასტრუქტურა და „მზიურის“ იერსახე, რაც ჩვენ გვახსოვს, შენარჩუნებული იქნება, მაგარმა ბევრად გაუმჯობესებული. ეს პროექტი ფინანსდება ევროპის საინვეტიციო ბანკის სესხით.რვა მილიონი ლარის პროექტია და სარეაბილიტაციო სამუშაოები წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა
ამასთან, „მზიურის“ ყოფილი საბაგირო სადგურის შენობაში მინი მედიათეკა და თანამედროვე გალერეის მინიმალისტური საგამოფენო დარბაზი მოეწყობა. მზიურის პარკი სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის. სარეაბილიტაციო სამუშაოები ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი დასრულება 2020 წლისთვის იგეგმება.