მზადება მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის - საქართველოს კიბერფეხბურთის ნაკრებმა ამხანაგური მატჩები გამართა #1TVSPORT
მზადება მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის - საქართველოს კიბერფეხბურთის ნაკრებმა ამხანაგური მატჩები გამართა #1TVSPORT

საქართველოს კიბერფეხბურთის ეროვნული ნაკრები FIFA 23-ში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის ემზადება. ჩვენმა გუნდმა მზადების ეტაპზე ამხანაგური მატჩები გამართა.

ისლანდიასთან 3 შეხვედრის ჯამში ფრე ითამაშა – 1:2, 0:0, 1:0. სლოვაკეთს კი ქართვულმა კიბერფეხბურთის ნაკრებმა მოუგო -1:2, 2:1, 6:5. საქართველოს ნაკრების ღირსებას ლადო ონიანი, ნიკა ასათაშვილი, გიორგი გოგოლი და ნიკუშა ხევიაშვილი იცავენ.

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი რამდენიმე ეტაპისგან შედგება. პირველ მატჩებს ჩვენი ნაკრები 15 და 16 დეკემბერს ჩაატარებს. 3 ნოემბერს გაიმართება წილისყრა, რის შემდეგაც გაირკვევა საქართველოს ნეკრების მეტოქეები და შესაბამისად, თუ საიდან ითამაშებს ჩვენი გუნდი.

საქართველოს კიბერფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ნაკრები ერთი წლის წინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით ჩამოაყალიბა და ზაფხულში FifaE Nations Cup-ის საკვალიფიკაციო ეტაპზეც ითამაშა.