ფეხბურთის ფედერაცია FIFAe Nations Series 2022- თან ითანამშრომლებს - საუკეთესოები კიბერნაკრების წევრობის სტატუსს მიიღებენ #1TVSPORT
ფეხბურთის ფედერაცია FIFAe Nations Series 2022- თან ითანამშრომლებს - საუკეთესოები კიბერნაკრების წევრობის სტატუსს მიიღებენ #1TVSPORT

საქართველოში კიბერსპორტის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, – ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.

„მოხარული ვართ გაცნობოთ FIFAe Nations Series 2022-თან გაფორმებული თანამშრომლობის შესახებ. აპრილში პროფესიონალ კიბერ მოთამაშეებს შორის საქართველოს კიბერფეხბურთის ფედერაცია – Georgian cyber football federation – GCFF-თან ერთად FIFA 2022-ის ტურნირს ჩავატარებთ, გათამაშების საუკეთესო მოთამაშეები კი პირველი საფეხბურთო კიბერ ეროვნული ნაკრების წევრობის სტატუსს მიიღებენ და ჩვენი ქვეყნის სახელით მსოფლიოს ჩემპიონატზე სხვა ქვეყნების უძლიერეს გეიმერებს დაუპირისპირდებიან“, – ვკითხულობთ სფფ-ს განცხადებაში.

FIFAe Nations Cup (FeNC) არის სპორტული ტურნირი, რომელსაც FIFA და მისი პარტნიორი EA Sports მართავენ. თითოეულ ტურნირში მონაწილე ქვეყნები ერთმანეთს ეჯიბრებიან FIFA-ს ვიდეო თამაშების უახლეს ვერსიაში. FIFAe-ს ერთა ლიგის პირველ გათამაშებაში მოქმედი ჩემპიონი საფრანგეთი გახდა. მეორედ ტურნირის გამართვა 2021 წლის აგვისტოში კოპენჰაგენში იყო დაგეგმილი, მაგრამ კოვიდპანდემიის გამო გაუქმდა.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ეროვნული ლიგის გუნდებიდან პირველი „ლოკომოტივი“ იყო, რომელმაც კიბერსპორტის გუნდი შექმნა, შემდეგ კი იგივე ნაბიჯი ბათუმის „დინამომ“ გადადგა.

საქართველოში პირველი e-როვნული ჩემპიონი 2020 წელს გამოვლინდა. 2021 წელს ოფიციალურად გადაწყდა, რომ ქართველი კიბერფეხბურთელები EA SPORTS FIFA-ზე ითამაშებდნენ. 2021 წლის ნოემბერში პირველად საქართველოს ისტორიაში კიბერფეხბურთში საერთაშორისო შეხვედრა „ლოკომოტივმა“ გამართა და მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაერთო.

დატოვე კომენტარი