საქართველოს კიბერნაკრებმა მსოფლიოს შესარჩევ ეტაპზე ითამაშა #1TVSPORT

12:00, 21.12.2022

თბილისის „ლოკომოტივის“ კიბერგუნდის წევრებმა, ლადო ონიანმა და ნიკა ასათაშვილმა საქართველოს ეროვნულ კიბერნაკრებში შესარჩევი ეტაპის მატჩები ითამაშეს.

ისინი საქართველოს ეროვნულ კიბერნაკრებს წარმოადგენდნენ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე – eNations play-in-ზე. ჩვენმა ნაკრებმა პირველი შეხვედრა ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ გამართა.

FIFAe Nations Cup Play-ins-ის მატჩები ევროპის რეგიონის მეორე დივიზიონის ნაკრებებს შორის ჩატარდა. საქართველოს ეროვნულმა კიბერნაკრებმა სულ 8 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 2 მოიგო, ერთი კი ფრედ დაასრულა.

საქართველოს ეროვნული კიბერნაკრები სულ ერთი წლის წინ ჩამოყალიბდა და მას თავიდავე „ლოკომოტივის“ მოთამაშეები ლადო ონიანი და ნიკა ასათაშვილი წარმოადგენდნენ. პარალელურად, ისინი „ლოკომოტივს“ საერთაშორისო საკლუბო ტურნირებზეც წარმოადგენენ.

მსგავსი