საქართველოს კიბერნაკრებმა მსოფლიოს შესარჩევ ეტაპზე ითამაშა #1TVSPORT
თბილისის „ლოკომოტივის“ კიბერგუნდის წევრებმა, ლადო ონიანმა და ნიკა ასათაშვილმა საქართველოს ეროვნულ კიბერნაკრებში შესარჩევი ეტაპის მატჩები ითამაშეს.
ისინი საქართველოს ეროვნულ კიბერნაკრებს წარმოადგენდნენ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე – eNations play-in-ზე. ჩვენმა ნაკრებმა პირველი შეხვედრა ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ გამართა.
FIFAe Nations Cup Play-ins-ის მატჩები ევროპის რეგიონის მეორე დივიზიონის ნაკრებებს შორის ჩატარდა. საქართველოს ეროვნულმა კიბერნაკრებმა სულ 8 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 2 მოიგო, ერთი კი ფრედ დაასრულა.
საქართველოს ეროვნული კიბერნაკრები სულ ერთი წლის წინ ჩამოყალიბდა და მას თავიდავე „ლოკომოტივის“ მოთამაშეები ლადო ონიანი და ნიკა ასათაშვილი წარმოადგენდნენ. პარალელურად, ისინი „ლოკომოტივს“ საერთაშორისო საკლუბო ტურნირებზეც წარმოადგენენ.