პირველად საქართველოს ისტორიაში - „ლოკომოტივმა“ კიბერფეხბურთში საერთაშორისო შეხვედრა გამართა #1TVSPORT
პირველად საქართველოს ისტორიაში - „ლოკომოტივმა“ კიბერფეხბურთში საერთაშორისო შეხვედრა გამართა #1TVSPORT

პირველად საქართველოს ისტორიაში თბილისის „ლოკომოტივმა“ ელექტრონული ფიფა-ს მიერ ვერიფიცირებული საფეხბურთო კლუბი ჩამოაყალიბა და საქართველოს კიბერ ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით პირველი შეხვედრები გამართა.

„ლოკომოტივის“ სახელით კიბერფეხბურთში საქართველოში გამორჩეული მოთმაშეებმა ნიკა ასათაშვილი და ლადო ონიანი გამოდიოდნენ.

„ლოკომოტივის“ მეტოქე ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი, საუდის არაბეთის წარმომადგენელი კიბერსპორტული გუნდი OWL გახლდათ, რომლის რიგებშიც წინა გათამაშების ჩემპიონი ასპარეზობდა.

„ლოკომოტივის“ წარმომადგენლებმა უძლიერეს მეტოქესთან წააგეს, თუმცა ასპარეზობას სხვა ჯგუფში გააგრძელებენ.

„თბილისის „ლოკომოტივმა“ გუნდი ჩამოაყალიბა და პირველივე კვირას მნიშვნელოვანი თამაში ჩაატარა. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ამ მნიშვნელოვან წამოწყებაში ვმონაწილეობთ“, – ამბობს საქართველოს კიბერფეხბურთის ფედერაციის დამფუძნებელი ლევან გოგორელიანი.

ლადო ონიანი, „ლოკომოტივის“ eSports-ის გუნდი.

„წინგადადგმული ნაბიჯია, როდესაც საფეხბურთო კლუბი კიბერსპორტით ინტერესდება და გუნდს ქმნის. დიდი იმედი მაქვს, რომ „ლოკომოტივს“ წარმატებას მოვუტან“.