თბილისის „ლოკომოტივმა“ კიბერსპორტში „ნაპოლი“ დაამარცხა #1TVSPORT
თბილისის „ლოკომოტივმა“ კიბერსპორტში „ნაპოლი“ დაამარცხა #1TVSPORT

თბილისის „ლოკომოტივის“ eSports-ის გუნდმა ამხანაგური შეხვედრა იტალიურ „ნაპოლისთან“ გამართა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

თბილისის „ლოკომოტივის“ გუნდის წევრებს, ნიკა ასათაშვილს და ლადო ონიანს „ნაპოლის“ კიბერგუნდის მოთამაშეები, ლუიკი კოპოლა და ლუკა გუარინო დაუპირისპირდნენ. შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟი „ლოკომოტივისა“ და საქართველოს კიბერფეხბურთის ფედერაციის „ფეიქბუქის“ გვერდზე გადაიცემოდა.

საფეხბურთო კლუბი თბილისის „ლოკომოტივი“ 2021 წლის ნოემბრიდან ფიფა-ს მიერ აღიარებული (ვერიფიცირებული) გუნდის სახელით eSports-ის ტურნირებზე თამაშობს და საქართველოში პირველი გუნდია, რომელმაც ეს უფლება მოიპოვა.

საქართველოს ჩემპიონატი კიბერფეხბურთში ხუთი წელია ტარდება. „ლოკომოტივის“ სახელით გამოსვლით ასათაშვილმა და ონიანმა ფიფა-ს ოფიციალურ ტურნირებზე თამაშის უფლება მოიპოვეს.

დატოვე კომენტარი