საკვალიფიკაციო ეტაპზე სადებიუტიო გამოსვლა დასრულდა - საქართველოს კიბერფეხბურთის ნაკრებმა მეხუთე ადგილი დაიკავა #1TSPORT
საკვალიფიკაციო ეტაპზე სადებიუტიო გამოსვლა დასრულდა - საქართველოს კიბერფეხბურთის ნაკრებმა მეხუთე ადგილი დაიკავა #1TSPORT

საქართველოს კიბერფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა დაასრულა. სადებიუტო გამოსვლის შედეგად ქართველმა კიბერსპორტსმენებმა 10 ქულით მეხუთე პოზიცია დაიკავეს.

ტურნირი Playstation 5-ის კონსოლით, Fifa 2022-ში გაიმართა. საქართველოს ნაკრების ღირსებას „ლოკომოტივის“ კიბერფეხბურთის გუნდის წევრები, ნიკა ასათაშვილი და ლადო ონიანი იცავდნენ. საქართველოს კიბერნაკრების შესაქმნელად, ჩატარდა შესარჩევი ტურნირი, სადაც 16 მონაწილე იყო. 8 ნაკრებს შორის გამარჯვება „ლოკომოტივის“ კიბერგუნდმა მოიპოვა.

საქართველოს კიბერფეხბურთის ნაკრები „ა“ ჯგუფში ასპარეზობდა, სადაც ბაჰრეინს, ყატარს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, ყაზახეთს და მაროკოს ორჯერ დაუპირისპირდა.

პირველი სათამაშო დღე

საქართველო 3:0 ბაჰრეინი (ტექნიკური მოგება)

საქართველო 0:1 ყატარი

საქართველო 1:2 ყაზახეთი

საქართველო 1:3 მაროკო

საქართველო 0:3 არაბთა გაერთიანებული საამიროები

მეორე სათამაშო დღე

საქართველო 3:0 ბაჰრეინი (ტექნიკური მოგება)

საქართველო 0:1 ყატარი

საქართველო 1:0 ყაზახეთი

საქართველო 1:1 მაროკო

საქართველო 0:1 არაბთა გაერთიანებული საამიროები

The FifaE Nations Cup 2022 დანიაში, კოპენჰაგენში, 27-30 ივლისს გაიმართება.

დატოვე კომენტარი