იტალია კიბერფეხბურთში ევროპის პირველი ჩემპიონი გახდა
იტალია კიბერფეხბურთში ევროპის პირველი ჩემპიონი გახდა

იტალიის ნაკრებმა e-EURO 2020-ის ფინალში სერბეთი დაამარცხა და კიბერფეხბურთში ისტორიაში  პირველი ევროპის ჩემპიონი გახდა.

სანაკრებო ტურნირი, რომელშიც უეფას ყველა წევრი (55 ქვეყანა) იღებდა მონაწილეობას, იმართებოდა Playstation 4-ის eFootball PES 2020-ის პლატფორმაზე. ფორმატი ძალიან ჰგავდა ევრო 2020-ის ფორმატს – შესარჩევი ეტაპითა და ფინალური ტურნირით.

იტალიის ნაკრებში თამაშობდნენ გეიმერები – AlonsoGrayfox, Naples17x, Nicaldan და Genoa_Npk02. „სკუადრა აძურამ“ ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ ერთი მატჩი წააგო, მეოთხედფინალში დაამარცხა ისრაელი, ნახევარფინალში – საფრანგეთი, ხოლო ფინალში სერბეთის ნაკრებს მოუგო სამ მოგებამდე სერია – 3:1.

საპრიზო თანხა შეადგენდა 100 ათას ევროს და ის განაწილდა მეოთხედფინალისტებს შორის. ამ თანხიდან 40 ათასი ევრო ჩემპიონებმა მიიღოს.

დატოვე კომენტარი