მწვერვალ შხელდაზე დაკარგული მთამსვლელის, არჩილ ბადრიაშვილის ცხედარი იპოვეს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა სვანეთში, მწვერვალ შხელდაზე დაკარგული მთამსვლელის, არჩილ ბადრიაშვილის ცხედარი იპოვეს.
შსს-ს ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა სვანეთში, მწვერვალ შხელდაზე დაკარგული გარდაცვლილი მთამსვლელის ცხედარი დაახლოებით 3 800 მეტრის სიმაღლეზე, კლდოვან ფერდობზე იპოვეს.
„სამძებრო-სამაშველო ოპერაციის ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მეხანძრე-მაშველების მიერ, შესაბამისი სპეცტექნიკისა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართულობით, მთამსვლელის ცხედარი გადმოსვენებულია და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.