მწვანე თუ ვერცხლისფერი? - რა ფერის უნდა იყოს ახალი ავტობუსები, თბილისის მერიამ „ფეისბუქზე“ გამოკითხვა დაიწყო
მწვანე თუ ვერცხლისფერი? – რა ფერის უნდა იყოს თბილისში ახალი ავტობუსები, თბილისის მერიამ „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე მოსახლეობის გამოკითხვა დაიწყო.
გამოკითხვაში მონაწილეობა უკვე მიიღო 10 ათასამდე მომხმარებელმა. ამ დროის მონაცემებით, 65%-ით მწვანე ავტობუსებს ანიჭებენ უპირატესობას.
„თბილისს 90 ახალი ავტობუსი ეყოლება. 2019 წლის თებერვლიდან დედაქალაქში ყვითელ ავტობუსებს ახალი, ბრენდირებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩაანაცვლებს. შერჩევის პროცესში მოქალაქეების ჩართულობა მნიშვნელოვანია. ამიტომ გთხოვთ, დააფიქსიროთ თქვენი მოსაზრება“, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.