მწერალთა სახლში პოეტ დავით მაღრაძის ლექსების კრებულის, „ობიანი ყველი“ პრეზენტაცია გაიმართა
მწერალთა სახლში პოეტ დავით მაღრაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა.
ღონისძიებაზე პოეტმა დამსწრე საზოგადოებას ლექსების ახალი კრებული, სახელწოდებით „ობიანი ყველი“ წარუდგინა.
„კრებულში შესული ლექსები ბოლო ერთი წლის განმავლობაში დავწერე. კრებულის პირველი პრეზენტაცია უკვე შედგა ბათუმში, გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ფესტივალის ფარგლებში. შემდეგ ეს ლექსები წარვადგინე სტამბოლში თურქულად, პარმაში – იტალიურად და ახლა ვარ სამშობლოში. ქვესათაურად დავარქვი „თხუთმეტ-ნახევარი“, ფედერიკო ფელინის „რვა-ნახევრის“ მიხედვით, რადგან მე-16 ლექსი სრული არ გამოვიდა“, – განაცხადა დავით მაღრაძემ.
დაინტერესებული მკითხველები კრებულზე არსებული QR კოდით წიგნის აუდიო ვერსიასაც მოისმენენ.