მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაცია საზოგადოებას სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს
მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაცია საზოგადოებას სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაცია საზოგადოებას სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. მათ დღეს სპეციალური განცხადება გაავრცელეს.

მწერლები ამბობენ, რომ დაუშვებელია წარსულში დაბრუნება.

„განცხადებაში მსუბუქად გამოვხატეთ, როგორი იყო ძალადობრივი ხელისუფლება, მისი დაბრუნება დაუშვებელია. არა მიშას, არა ძალადობას, არა დამონებულ საქართველოს“, – განაცხადა პოეტმა ცისანა ანთაძემ.

მწერლები ელექტორატს არჩევნების მეორე ტურში აქტიურობისკენ მოუწოდებენ.

„როგორც ხედავთ, ხელისუფლება ოდნავ მობრუნდა ხალხისკენ, ამომრჩეველსაც სჭირდება ცივი შხაპი, რომელმაც აირჩია როგორც პირველი, ასევე მეორე ხელისუფლება. ახლა უნდა მობრუნდეს საზოგადოება და აირჩიოს ის გზა, რომელიც უკეთესია ქვეყნისა და მისი მომავლისთვის“, – განაცხადა მწერალმა რამაზ სურმანიძემ.