მუზეუმის კვირეულზე, საქართველოს მასშტაბით მუზეუმებს 90 ათასზე მეტი დამთვალიერებელი ეწვია
აქცია “ღამე მუზეუმში” 2018 უპრეცედენტო აქტივობით გამოირჩეოდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს მასშტაბით მუზეუმებს 90 ათასზე მეტი დამთვალიერებელი ესტუმრა.
მიმდინარე წელს აქციაში მონაწილეობდა ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტი.
მუზეუმების საერთაშორისო დღე 18 მაისს მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს სხვადასხვა მუზეუმში, მთელი კვირის მანძილზე მრავალფეროვანი ღონისძიებები, გამოფენები, საგანმანათლებლო პროგრამები და კულტურული აქციები გაიმართა. მუზეუმის საერთაშორისო კვირეულის კულმინაცია 19 მაისი იყო, როდესაც საქართველოს ყველა მუზეუმში ვიზიტორებისთვის შესვლა უფასო იყო.
აღსანიშნავია, რომ წლევანდელი მუზეუმის კვირეული კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წლის ფარგლებში აღინიშნა.