მუსლიმმა შიიტებმა მოციქულ მუჰამედის ქალიშვილის, ფატიმას დაბადების დღე აღნიშნეს
შიიტი მუსლიმები ფატიმას წმინდანად მიიჩნევენ. ამ დღეს საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელებიც აღნიშნავენ.
საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ინიციატივით დღესასწაული რუსთავში განსაკუთრებულად აღინიშნა.
ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხმა, რამინ იდიგოვმა და მუსლიმი თემის სხვა ლიდერებმა მიიღეს. მორწმუნეებმა ჯერ ყურანი წაიკითხეს, ილოცეს, შემდეგ კი შეკრებილებს წმინდანის ისტორიის შესახებ უამბეს.