საუდის არაბეთის მთავრობის წევრები აცხადებენ, რომ მუსლიმებმა ჰაჯის დაგეგმვა დროებით უნდა შეაჩერონ.
ერ რიადში განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია მსოფლიომ უფრო მეტი შეიტყოს კორონავირუსისა და მისი გავრცელების შესახებ.
ჰაჯი ტრადიციულად ივლისის ბოლოს იწყება. ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, საუდის არაბეთის ხელისუფლებამ მექასა და მედინაში, სადაც მუსლიმების სიწმინდეები მდებარეობს, ჩასვლა აკრძალა.
ყოველწიურად, ჰაჯის დროს მექაში 2,5 მილიონზე მეტი მორწმუნე მუსლიმი ჩადის. საუდის არაბეთში კორონავირუსის 1563 შემთხვევაა აღრიცხული. გარდაცვლილია 10 ადამიანი.