მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ 7 სექტემბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება
მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ 7 სექტემბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება

მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ 7 სექტემბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება.

ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალური კულტურული ცენტრის სცენაზე ფესტივალის მსვლელობისას წარდგებიან მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები იტალიიდან, გერმანიიდან, იაპონიიდან, პოლონეთიდან და ესპანეთიდან.

ფესტივალის ფარგლებში 10 კონცერტი გაიმართება. კონცერტების სერიას ცნობილი კატალონიელი მუსიკოსი იორდ სავალი და თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი საქართველოს სინფონიეტა გახსნის. საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ 1993 წელს დაფუძნდა.