იუსტიციის სახლი - მუშაობის შეფერხების გამო, მზა დოკუმენტების მიღება შესაძლებელია მობილური იუსტიციის სახლის მიკროავტობუსებიდან, ვარკეთილისა და გლდანის იუსტიციის სახლებიდან
თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლში სამუშაო პროცესის შეფერხების გამო, მზა დოკუმენტების მიღება შესაძლებელია 17:00 საათიდან თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლის ავტოსადგომზე განთავსებული მობილური იუსტიციის სახლის მიკროავტობუსებიდან, – ამის შესახებ აღნიშნულია იუსტიციის სახლის განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მომსახურების მიღება ასევე შესაძლებელია ვარკეთილისა და გლდანის იუსტიციის სახლებიდან.
„თბილისის იუსტიციის სახლში, ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის შესახებ ანონიმური შეტყობინების საფუძველზე, ევაკუაცია გამოცხადდა.
აღნიშნული ინფორმაცია დაუყოლებლივ გადაეცა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ-112-ს.
პროტოკოლის წესების გათვალისწინებით, დაუყოვნებლივ განხორციელდა თანამშრომლების ევაკუაცია შენობისგან განცალკევებულ უსაფრთხო ადგილას.
სამუშაო პროცესის აღდგენის შესახებ დამატებით ინფორმაცია გამოქვეყნდება იუსტიციის სახლის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე. ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.