მურთაზ ზოდელავა - 20-21 ივნისის აქციების საქმეზე დაკავებული 18 ადამიანი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საქართველოში ნებისმიერი პოლიტიკოსი
20-21 ივნისის აქციების საქმეებზე დაკავებული 18 ადამიანი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დღეს საქართველოში ნებისმიერი პოლიტიკოსი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მურთაზ ზოდელავამ განაცხადა.
როგორც მურთაზ ზოდელავამ აღნიშნა, დაკავებული 18 ადამიანი 20 ივნისის გმირები არიან.
„პოლიტიკოსებზე ძალიან ბევრს ვლაპარაკობთ, მათ გამხნევება სჭირდებათ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანები ამ განსაცდელის ეტაპს ღირსეულად გაივლიან. ჩვენ ასევე ყურადღება იმ 18 ადამიანზე უნდა გავამახვილოთ, რომელიც დაკავებულია. ისინი იმის გამო დააპატიმრეს, რომ 20 ივნისის გმირები არაინ. ჩვენ ყველა მათგანს მოვუწოდებთ, რომ გამხნევდნენ, მათ მიმართ სოლიდარულები ვართ. მათ ოჯახებს მოვუწოდებ, მათშორის, ჩვენი რესურსი აუცილებლად გამოიყენონ. ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ ირაკლი ოქრუაშვილისა და ნიკა მელიას მიმართ უსამხილო საქმეზე, ე.წ. საპოლიციო მოწმეებზე. დარწმუნებული ვართ, რომ მათ საქმეებშიც იგივე ხდება. მზად ვართ, ამ პროცესში ჩავერთოთ და უზრუნველვყოთ როგორც საადვოკატო მომსახურებით, ასევე სიტყვით გამოსვლის პლატფორმა მივცეთ. ჩვენ ამ ადამიანებს მოვუწოდებთ. ჩვენთან ერთად იბრძოლონ, რადგან ზუსტად ვიცით მათი დაკავებული შვილები, ძმები და ოჯახის წევრები გმირები არიან, იმსახურებენ, რომ საზოგადოების სოლიდარობა და ყველა ის დახმარება მიიღონ, რაც შეიძლება მათ, ჩვენ და ყველა დაინტერესებულმა მხარემ გაუწიოს. გამხნევდით, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ და თქვენს გმირობას ვაფასებთ. ის 18-ვე პატიმარი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დღეს საქართველოში ნებისმიერი პოლიტიკოსი“, – განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.