მურთაზ კიკორია - ლარის კურსის მყარი ვარდნის წინაპირობები არ არსებობს, ვალუტას რყევა ახასიათებს
მურთაზ კიკორია - ლარის კურსის მყარი ვარდნის წინაპირობები არ არსებობს, ვალუტას რყევა ახასიათებს

ლარის კურსის მყარი ვარდნა მოსალოდნელი არ არის, ამის საფუძვლები არ არსებობს, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, მურთაზ კიკორიამ განაცხადა.

მისი თქმით, ამის საფუძვლები არ არსებობს.

კიკორია ამბობს, რომ ვალუტას რყევები ახასიათებს, თუმცა, დაბალი ინფლაციისა და უცხოური ვალუტის სესხების არ არსებობის პირობებში, რყევა მინიმალურად დააზარალებს მოსახლეობას.

„იმ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, რაც ეროვნულ ბანკს აქვს, ფუნდამენტური საფუძვლები იმისა, რომ ლარის კურსის მყარი ვარდნა იყოს, არ არის მოსალოდნელი. არ მიგვაჩნია, რომ არის ამის წინაპირობები. სამწუხაროდ, ახასიათებს ვალუტას რყევები, უბრალოდ ჩვენი პასუხი და მიდგომაა დედოლარიზაცია, გამომდინარე რყევის რისკებისან, მაქსიმალურად მოვახერხოთ ისე, რომ მოსახლეობას ეს ნაკლებად ეხებოდეს. დაბალი ინფლაციის პირობებში და უცხოური ვალუტის სესხების არ არსებობის პირობებში, აღნიშნული რყევა მინიმალურად დააზარალებს მოსახლეობას“, – განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 17 ოქტომბერს ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.6855 იქნება. 16 ოქტომბერს ერთი დოლარის ფასი 2.6664 ლარი იყო. 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1095 ლარი გახდა.